• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ენოლოგი
დამსაქმებელი: ღვინის კომპანია
ბოლო ვადა: 2019/08/28
ნანახია: 532 -ჯერ

პრემიალური ღვინოების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ენოლოგის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • უმაღლესი განათლება (ენოლოგი)
  • სამუშაო გამოცდილება 3 წელი (უპირატესობა მიენიჭებათ)
  • შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი შრომისუნარიანობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • გუნდის წევრებთან კომუნიკაციის უნარი
  • თვითგანვითარების უნარი
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი



მოვალეობები:

  • ყურძნის ფიზიოლოგიური, ფენოლური და ტექნიკური სიმწიფის განსაზღვრა
  • რთველის მიღება
  • საღვინე ჭურჭელში (ქვევრი, უჟანგავი ცისტერნა) ყურძნის სწორი გადანაწილება
  • ფერმენტაციის პერიოდში ღვინის სრული კონტროლი
  • მაცერაციის ვადის განსაზღვრა, ყოველდღიური დეგუსტაციის მიხედვით
  • ღვინის შენახვის პირობების კონტროლი
  • ღვინის ანალიზების რეგულარული გაკეთება და მათი შესწავლა
  • ყოველკვირეული რეპორტი, მდგომარეობის შეფასება
  • მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო კონსულტანტებთან
  • სასურველია (არ არის აუცილებელი) ინგლისური ენის ცოდნა, ვენახის ცოდნა, პრაქტიკა უცხოეთში



შერჩეულ კანდიდატს ელოდება კვალიფიკაციის ამაღლება, ვინაიდან კომპანია ორიენტირებულია განვითარებაზე პრემიალურ სეგმენტში.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გადმოაგზავნონს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : vacwine@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა