• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გრაფიკული დიზაინერი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2019/08/28
ნანახია: 516 -ჯერ

სს „ნიკორა ტრეიდი“- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის  „ნიკორას“, „ნუგეშის“, „ლიბრესა“ და „სანდეის“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ქ. თბილისში.



ფუნქცია-მოვალეობები:

  • გრაფიკული დიზაინის შექმნა პოს მასალის კუთხით
  • ურთიერთობა სტამბებთან, დიზაინის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ბეჭდვისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრა
  • ქსელში ახალი დეკორაციების შემუშავებაში უშუალო ჩართულობა
  • მაკეტის დამტკიცების შემდეგ მისი დამუშავება, საბეჭდ ვერსიად დამზადება
  • პროდუქტის ეტიკეტების, კატალოგის, ბუკლეტის, პოსტერის, სარეკლამო ბანერის,  სავაჭრო ობიექტების (ინტერიერ-ექსტერიერი), სადისტრიბუციო ტრანსპორტის დიზაინის შექმნა და გაფორმება
  • აქციების ვიზუალური გაფორმება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით
  • კოლექტიური სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრული ჩართულობა, პასუხისმგებლობის კომპეტენციის ფარგლებში აღება



საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • Adobe Photoshop, Corel draw, Adobe Illustrator, Adobe Indesign პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება



პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კრეატიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა



ჩვენ გთავაზობთ

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ნამუშევრების პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,გრაფიკული დიზაინერი“


გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა