• https://charte.ge/

ავტორი

ჯიენჯი ფარმა

tel: (+995) 593 422 034
mail: n_qobalia@cu.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფარმაცევტი
დამსაქმებელი: ჯიენჯი ფარმა
ბოლო ვადა: 2019/08/31
ნანახია: 572 -ჯერ

სს "ჯიენჯი ფარმა" წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, ჯანდაცვის მიმართულებით.

ამჟამად "ჯიენჯი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

სამუშო ადგილი: ორხევის დასახლება; წყალტუბოს ქუჩა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
** დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
** სალაროს წარმოება;
** მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება და შეკვეთების გაკეთება.

მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია ქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად და თქვენი წვლილი შეიტანოთ მომხმარებლის ჯანმრთლობაზე ზრუნვაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: n_qobalia@cu.edu.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა