დამლაგებელი |
დამსაქმებელი: |
ალგანი |
ბოლო ვადა: |
2019/08/31 |
ნანახია: |
816 -ჯერ |
დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს მიღებას დამლაგებლის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიურად შენობა-ნაგებობის დალაგება-დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად;
** ყოველდღიურად სამუშაო ოთახების დალაგება-დასუფთავება;
** სველი წერტილების სისტემატური დალაგება-დასუფთავება;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;
** უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივი ინფორმირება სამუშაოს შესრულების პროცესში შენობა-ნაგებობაში აღმოჩენილი მწყობრიდან გამოსული ელექტრო, წყალგაყვანილობის და სხვა მოწყობილობების დაზიანებების შესახებ.
** სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების შესყიდვების პროცეში ჩართულობა;
** სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების ხარჯვის ოპტიმიზაცია;
** სამუშაოზე პრეზენტაბელურ, სპეციალურ ფორმაში გამოცხადება;
** სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების ცოდნა და დაცვა;
** დალაგება-დასუფთავების წესების ცოდნა და დაცვა;
** სარეცხი და საწმენდი საშუალებების მოხმარების წესების ცოდნა და დაცვა;
** დამლაგებლის საკითხებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - ერთი დღე 08:00 - 16:00 საათი, მეორე დღე 08:00 - 18:00, შაბათი 08:00 - 14:00, კვირა - დასვენება
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად
ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.