• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებელი
დამსაქმებელი: ლოგიკმეტრი
კატეგორია: მეცნიერება,
ბოლო ვადა: 2015/09/18
მდებარეობა: თბილისი
განათლება მაგისტრთან გათანაბრებული
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 2368 -ჯერ
ლოგიკმეტრი არის ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე დაყრდნობით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მათემატიკისა და წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. 
ლოგიკმეტრის სასწავლო ცენტრებში ბავშვები გონების ვარჯიშისგან სიამოვნებას იღებენ და მათ უყვარდებათ სწავლა. ჩვენ ვქმნით ისეთ გარემოს, რომელშიც ბავშვს არასოდეს ეზარება მოსვლა და არც დავალების შესრულებაა მისთვის დაუძლეველი და ზედმეტად რთული. 
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს არა მხოლოდ სკოლის პროგრამის უკეთ ათვისებასა და დაძლევაში, არამედ დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. 
ჩვენი საქმიანობის წარმატებით გაგრძელებისთვის მუდმივად ვეძებთ დამატებით კრეატიულ და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შეუერთდებიან და თავიანთ წვლილს შეიტანენ ახალი თაობის განათლების ხელშეწყობაში. 
ამჟამად თავისუფალი გვაქვს დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებლის პოზიცია, რომელიც თანამედროვე მიდგომებითა და გამორჩეული პიროვნული თვისებებით შეუქმნის ჩვენს მოსწავლეებს მასალის მაღალ დონეზე ათვისებისა და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო საუკეთესო გარემოს. 
განაკვეთი: არასრული (12:00 – 18:00) 
სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი (კვირაში 6 დღე) 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
• უმაღლესი განათლება განათლების მეცნიერებების, მათემატიკის, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით; 
• დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სკოლაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად); 
• სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები: 
• კეთილგანწყობა და პოზიტიურობა 
• ჯგუფის მართვა 
• ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა 
• კრეატიულობა 
• სიახლეებისადმი ღიაობა 
• დეტალებზე ორიენტირებულობა 
• სისხარტე 
• პუნქტუალურობა 

შერჩევის პროცესი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: 
1. რეზიუმეების გადარჩევა 
2. გასაუბრება 
3. ორკვირიანი ტრენინგი 
სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში 1 ოქტომბრიდან გაფორმდება ხელშეკრულება. 
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@logicmeter.com
კონტაქტი : გამრეკელის N:19, 2389844
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა