• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი-საზაფხულო დასაქმება
დამსაქმებელი: ტაბლა დუქანი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/08/10
ნანახია: 546 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერუჯ“-ი წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’.  კომპანია იზრდება და შესაბამისად საშუალება გეძლევათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

საზაფხულო დასაქმების ფარგლებში რესტორანი „ტაბლა დუქანი“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის 2, „ისთ ფოინთი“.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილებააუცილებელი არ არის.  კანდიდატი ადგილზე გაივლის შესაბამის სწავლებას.
  • ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
  • სტუმრების მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრების ინფორმირება;
  • შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეკვეთის მიღება;
  • სტუმრის წასვლის შემდეგ მაგიდის დროულად მოწესრიგება, ობიექტზე არსებული სტანდარტების მიხედვით.

პიროვნული უნარები:

  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • მოწესრიგებული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარის მქონე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ტრენინგებს კვებისა და სასმელების მომსახურების სფეროში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  • ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 10 აგვისტოსი.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მიმტანი „ტაბლა დუქანში“.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა