• https://charte.ge/

ავტორი

პომოდირისიმო მერანი

mail: vacancyF.B@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი
დამსაქმებელი: პომოდირისიმო მერანი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/07/31
ნანახია: 441 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერუჯ“-ი წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’.  კომპანია იზრდება და შესაბამისად საშუალება გეძლევათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

პიცერია “პომოდორისიმო “აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 42.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •   ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  •   გამოცდილების ქონა აუცილებელი არ არის. კანდიდატი ადგილზე გაივლის შესაბამის სწავლებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  •   მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  •   შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
  •   მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრების ინფორმირება;
  •   შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურება;
  •   სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეკვეთის მიღება.

პიროვნული უნარები:

  •   კომუნიკაბელური;
  •   მოწესრიგებული;
  •   ორგანიზებული;
  •   გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  •   დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 31 ივლისისა სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მიმტანი“.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა