• https://charte.ge/

ავტორი

პომოდირისიმო ვაკე

mail: vacancyF.B@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი
დამსაქმებელი: პომოდირისიმო ვაკე
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/07/31
ნანახია: 467 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“-ი წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და „კაფელაბორატორია’’. 

რესტორანი “პომოდორისიმო “აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის (ახალი თანამშრომელი გაივლის შესაბამის ტრენინგებს).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
  • სტუმრების მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრების ინფორმირება;
  • შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეკვეთის მიღება.

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • მოწესრიგებული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ტრენინგებს კვებისა და სასმელების მომსახურების სფეროში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  • ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 31 ივლისისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მიმტანი“.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა