• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ჯიბე cash & carry
ბოლო ვადა: 2019/08/04
ნანახია: 501 -ჯერ

შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით.

შპს "ჯიბე" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** "არაკომერციული" შესყიდვების განხორციელება ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე;
** მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდვების პროცესის კონტროლი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა