• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი
დამსაქმებელი: ტორტინი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2019/08/01
ნანახია: 1111 -ჯერ

საკონდიტრო-მაღაზია "ტორტინი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

 

კადრები გვჭირდება შემდეგი ფილიალებისთვის: საბურთალოს, გლდანისა და თემქის ფილიალებისთვის.

 

მოვალეობები:

  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  • დარბაზის პროდუქციის თაროებზე განთავსება წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

 


მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr.food7@gmail.com და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „მოლარე-კონსულტანტი" (გლდანის ფილიალი) წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა