• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეულის დამხმარე
დამსაქმებელი: ტაბლა დუქანი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/07/31
ნანახია: 676 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“-ი წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და „კაფე ლაბორატორია’’. 

რესტორანი “ტაბლა დუქანი “ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის 2, სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •   აუცილებელია მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება;
  •   სასურველია მეხინკლედ მუშაობის გამოცდილება;
  •   სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
  • კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
  • მომზადებული კალკულაციების დაცვა;
  • რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება;
  • საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

პიროვნული უნარები:

  • დაკვირვებული
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •   სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •   ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  •   პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  •   ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 31 ივლისისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მზარეულის დამხმარე“.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა