• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: Korter
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2019/08/03
ნანახია: 537 -ჯერ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. 

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

ვალდებულებები: 

** გაყიდვების ორგანიზება და მართვა; 
** პერსონალის და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმოება;
** შეკვეთების მიღება და ორგანიზება.

აუცილებელი მოთხოვნა: 

** დახვეწილი მეტყველება, დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი; 
** საოფისე პროგრამა "ექსელში" რეპორტის მომზადების შესაძლებლობა;
** ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა). 

საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-30 დღიან უფასო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. არჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება, საიდანაც 2 თვე მოიაზრება საგამოცდო-სწავლების პერიოდად. საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად შედეგიდან გამომდინარე. საბოლოოდ, ხელშეკრულების პირობები და ანაზღაურება განისაზღვრება კომპეტენციის, მიღებული შედეგების და უნარების შესაბამისად, 650-დან 1200 ლარამდე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 19:00 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად. შესაძლებელია გრაფიკის ცვლილება ან ინდივიდუალურ გრაფიკის შედგენა (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ).

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი განაცხადი და CV-ში დეტალურად აღწეროთ წინა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი, მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, აუცილებლად სურათით, შემდეგ მისამართზე: gb@pm.ge და "საბჯექტში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა