• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი-დისტრიბუტორი
დამსაქმებელი: არგო
ბოლო ვადა: 2019/08/01
ნანახია: 618 -ჯერ

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
** პროდუქციის ზუსტად/შეკვეთის შესაბამისად მიწოდება სარეალიზაციო ობიექტებისთვის და ობიექტიდან მოთხოვნისამებრ პროდუქციის დალაგება მითითებულ ადგილას (მაგ: მაცივარში, საწყობში, დარბაზში და ა.შ)
** პროდუქციის ჩამოტვირთვა/დატვირთვის სამუშაოებში მონაწილეობა;
** ობიექტებიდან თანხის/ვალის აღება და კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე ან/და სალაროში თანხის შეტანა იმავე დღის ბოლომდე.
** ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** ტრანსპორტირებისას პროდუქციის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია მსგავს პოზიციაზე);
** სატვირთო ავტომობილის მართვის გამოცდილება აუცილებელია.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლ-დისტრიბუტორი".

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა