• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი
დამსაქმებელი: მზიური
ბოლო ვადა: 2019/07/25
ნანახია: 445 -ჯერ

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი, კლინექსი , კოტექსი, ფერმა, ტულჩინკა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს, ვაკანსიას სამაცივრე პროდუქციის მიმართულებით, თბილისში პრისეილერის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** მაღალ ფიქსირებულ ხელფას
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას 
** სამოტივაციო ბონუს

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება
** 25-45 წლამდე
** თბილისის რაიონების კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი 
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი 
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი 
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება 
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი. 
** გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.kabakhchiani@mziuri.com.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა