• https://charte.ge/

ავტორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია

tel: 2 200 220
mail: hr@itvet.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სასწავლო პროცესის კოორდინატორი/ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: განათლება,
ბოლო ვადა: 2019/07/08
ნანახია: 449 -ჯერ

სასწავლო პროცესის კოორდინატორი

  • სასწავლო პროცესის კოორდინირება;
  • მოდულური პროგრამების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტირება;
  • პროფესიული სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან კომუნიკაცია.

 

 

ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი:

  • შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა და მათი ოჯახების კონსულტირება პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ, მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩართვის პროცესში;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ზოგად საგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემაში გადამისამართების პროცესში;
  • შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით განსაზღვრა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შემუშავება პროფესიულ მასწავლებელთან ერთად;
  • შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთათვის სწავლისას და სამეწარმეო პრაქტიკისას ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის კადრთანე რთად (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პროფესიულ მასწავლებლებთან, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებთან და სხვ.);
  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა და სხვა სპეციალისტთა კონსულტირება და მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა სწავლების პროცესში;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის და განხორციელებული მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირება.

 


 

ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

  • საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
  • სასწავლო აუდიტორიებში კომპიუტერული ტექნიკის ინსტალაცია და გამართვა მოდულის მოთხოვნის შესაბამისად;
  • სპეციალიზებული აუდიტორიების პროგრამული და აპარატურული გამართვა;
  • არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) ინსტალაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • დრაივერებისა და ძირითადი პროგრამების ინსტალაცია;
  • დამატებითი პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
  • ვირუსებისგან და შეტევებისგან თავდასაცავად კომპიუტერის ანტივირუსული სისტემით აღჭურვა;
  • გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტრონული დაშვების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში.

 

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

ავტობიოგრაფია/ რეზიუმე (CV)  ფოტოსურათით

განათლების  ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge  "Subject"-ში შესაბამისი პოზიციის სახელწოდების მითითებით.

 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 08 ივლისი

 

 

                                                                                                                                                        
საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა (ყოფილი ბუდაპეშტი)

ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge

 

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა