• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი

mail: careerhotel001@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შეფ-მზარეული
დამსაქმებელი: სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი
ბოლო ვადა: 2019/07/18
ნანახია: 491 -ჯერ

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** მართავს საჭმლის მომზადების სივრცეებს, მათ შორის, საკონფერენციო დარბაზი, ნომერში მომსახურება, რესტორნები, კაფეტერია, ლაუნჯი და სხვ.
** ადგენს და მართავს საოპერაციო ბიუჯეტს;
** ხელს უწყობს რესტორანსა და კეიტერინგის დეპარტამენტს წლიური გაყიდვების გენერირებასა და განვითარებაში;
** პასუხისმგებელია სამზარეულოსა და საკუჭნაოზე;
** უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების ტრეინინგს და მეთვალყურეობას უწევს მათ განვითარებას; უზრუნველყოფს, რომ ყველა პოზიცია დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით;
** მონაწილეობს ყველა სახის მენიუს შედგენაში;
** მონაწილეობს კვების ახალი პროდუქტების მოძიებასა და ტესტირებაში; იზიარებს კვების კონცეფციის ხედვას დამსაქმებლის ინიციატივებთან კავშირში;
** წარმოადგენს სასტუმროს, როგორც კულინარიის ექსპერტი;
** ურთიერთობს სტუმრებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კოლეგებთან;
** ადგენს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკს ისე, რომ სამუშაოს დროის რომელიმე მონაკვეთი არ დარჩეს სამუშაო ძალის გარეშე;
** არსებული მარაგებისა და მომდევნო დღეების გეგმის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პროდუქტების საჭირო რაოდენობის შენარჩუნებას;
** უზრუნველყოფს, რომ დაცული და შესრულებული იქნეს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები;
** შეიმუშავებს თანამშრომელთა კვების განრიგს და თანამშრომელთათვის გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს;
** ყოველდღიურად ატარებს მინიმუმ 15 (თხუთმეტი) წუთიან შეხვედრებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლებთან;
** აყალიბებს და ინარჩუნებს ეფექტურ ორგანიზაციულ სტრუქტურას;
** თვალს ადევნებს სასტუმროს ყველა წესისა და პროცედურის შესრულებას;
** ატარებს სამუშაო შეხვედრებს თანამშრომლებთან იმ ინტენსივობით, როგორც საჭიროდ მიიჩნევს;
** უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების მოტივაციისა და სამუშაო განწყობის მაღალ დონეს; ამუშავებს და ნერგავს კარიერული ზრდის პროგრამებს და განსაზღვრავს კვალიფიციურ შემცვლელ პირებს;
** უზრუნველყოფს, რომ კერძების მომზადებისას სრულად იყოს დაცული მოქმედი რეცეპტები; აგრეთვე, უზრუნველყოფს, რომ მოწოდებული საკვები პროდუქტები აკმაყოფილებდეს დამკვიდრებულ მოთხოვნებს;
** მუდმივად ზრუნავს საკუთარი თავის განვითარებაზე; აქტიურად ითვისებს სხვა დეპარტამენტების საოპერაციო პროცედურებს და ხელს უწყობს მათ გეგმების შესრულებაში;

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

** პროფესიული გამოცდილება: სასურველია, საერთაშორისო/ადგილობრივ ბრენდულ სასტუმროში, შეფ მზარეულის ან შეფ მზარეულის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია საერთაშორისო სასტუმროს ან სარესტორნო ბიზნესში, სამზარეულოს მართვის კუთხით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; 
** კრეატიული აზროვნების, როგორც კერძის შექმნის, ასევე მისი პრეზენტაციის (გაფორმების) კუთხით და სამზარეულოს მართვის უნარის ქონა;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა; ახალი კერძების შექმნის გამოცდილება; 
** ქართული(მშობლიური), ინგლისური (ძალიან კარგად) და რუსული (ძალიან კარგად) ენების ცოდნა;
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** მოტივირებული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული, კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარების მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის ქონა;
** ასაკი: სასურველია 30 წელს ზევით;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე, ელ- ფოსტაზე: careerhotel001@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა