• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მეხინკლე
დამსაქმებელი: ტაბლა დუქანი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/06/30
ნანახია: 413 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“-ი წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’. 

 

რესტორანი „ტაბლა დუქანი“ აცხადებს ვაკანსიას მეხინკლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. თვალჭრელიძის 2 (სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“)

ანაზღაურება 900 ლარი.

სამუშაო გრაფიკი 9 საათი.

ძირითადი ფუნქციები:

  • ხინკლის მომზადება;
  • პროდუქციის იერსახის და ვარგისიანობის კონტროლი;
  • სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • კომპანიის შინაგანაწესისა და  შიდა პროცედურების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 30 ივნისისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მეხინკლე“.

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა