• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირების პროგრამა
დამსაქმებელი: 118 08
ბოლო ვადა: 2019/07/18
ნანახია: 488 -ჯერ

118 08 აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტში შემდეგი მიმართულებით:

  • კლიენტთა მომსახურება და ქოლცენტრი
  • კორპორატიული გაყიდვები
  • ციფრული მარკეტინგი

 

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, კრეატიულ და მონდომებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაერთვებიან დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში, შეგეძლებათ თქვენი ინტერესის მიხედვით აირჩიოთ შემდეგი ძირითადი აქტივობები: პროდუქტის შექმნა, გაყიდვები, მომხმარებელთა მხარდაჭერა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიული ცოდნის ამაღლებას
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
  • გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას
  • საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო შესაძლებლობას

 

მოთხოვნები:

  • სასურველია მაგრამ არა აუცილებელი იყოთ, დამამთავრებელი კურსის ბაკალავრი, მაგისტრატურის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული
  • სასაუბრო დონეზე ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, ამას ჩვენ გაძლევთ

 

გელოდებით, თუ ხარ:

  • ენერგიული
  • შრომისმოყვარე
  • შემოქმედებითი
  • კრეატიული

 

ტრეინინგის და სტაჟირების პერიოდი:

-         მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში ტრეინინგები: 4 კვირა

-         ტრეინინგების შემდეგ შერჩეული მიმართულებებით ანაზღაურებადი სტაჟირება: 2 თვე

-         სტაჟირების შემდეგ საუკეთესო კანდიდატებს შევთავაზებთ დასაქმებას ჩვენს კომპანიაში, დანარჩენებს გავუწევთ რეკომენდაციას.

 

სამუშაო დრო:ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

სტუდენტის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალურად გრაფიკის შედგენა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@08.ge წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორი მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტში".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა