განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ცხელი კერძების მზარეული
დამსაქმებელი: რესტორანი ტაბლა
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/07/01
ნანახია: 162 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“ წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა სალონი“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’.  კომპანია იზრდება და შესაბამისად საშუალება გეძლევათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

რესტორანი „ტაბლა“  აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 33

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
  • ცხელი კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
  • კერძების მომზადება კალკულაციების დაცვით;
  • სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • შეფ მზარეულთან და სუ-შეფთან  კომუნიკაცია მომავალი დღის/დღეების მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით;
  • რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება;
  • საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შეფ მზარეულის დამატებითი მოთხოვნების შესრულება საჭიროებისამებრ.

პიროვნული უნარები:

  • სწრაფი
  • დაკვირვებული
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge  არა უგვიანეს 2019 წლის 01 ივლისისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ცხელი კერძების მზარეული“.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა