• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2019/07/07
ნანახია: 577 -ჯერ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, პროგრამა Superfin - აუცილებელია;
** საერთაშორისო საბუღალტრო პროგრამების Xero და QuickBooks-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა და მეტყველება) აუცილებელია. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** IFRS სტანდარტების ცოდნა სავალდებულოა.

ძირითადი მოვალეობები:

** 7-8 მცირე მასშტაბის კომპანიის ბუღალტერიის წარმოება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის დამუშავება;
** ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლი;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS სტანდარტების შესაბამისად და წარდგენა saras.gov.ge-ზე;
** აუდიტორის უშუალო დავალებების შესრულება;
** კომუნიკაცია და შეხვედრებია კლიენტი კომპანიების მენეჯმენტთან ინგლისურ ენაზე;
** რეპორტინგი კლიენტი კომპანიების მენეჯმენტთან.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: არასრული, შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: 

** პირველი 1 თვე გამოსაცდელი ვადით - დარიცხული 800 ლარი;
** შემდგომი 3 თვე გამოსაცდელი ვადით - დარიცხული - 1500 ლარი;
** შემდგომი პერიოდი დარიცხული - 2500 ლარი ზრდის პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტო შემდეგ მისამართზე: georgiancons@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა