განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუტორი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2019/07/06
ნანახია: 168 -ჯერ

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

"ევროპროდუქტის" მარკეტების ქსელის უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქცია და მომხმარებულზე ორიენტირებული მომსახურება, შესაბამისად კომპანიისათვის პრიორიტეტულია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. 

ვაკანსიის დასახელება: დისტრიბუტორი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა - B და C კატეგორია.

დამატებითი მოთხოვნა:

ავტომობილით უზრუნველყოფა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა