• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქსელური ობიექტების პრისელერი
დამსაქმებელი: ბიდი კომპანი
ბოლო ვადა: 2019/07/06
ნანახია: 577 -ჯერ

შპს "ბიდი კომპანი" წარმოადგენს FERRERO-ს ბრენდის (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"ბიდი კომპანი" აცხადებს ქსელური ობიექტების პრისელერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვე (აუცილებელია);
** სასურველია ქსელურ ობიექტებთან მუშაობის გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა;
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** ​პოკეტში მუშაობა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 6 ივლისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა