პრისელერი - ბათუმი |
დამსაქმებელი: |
მეგაკო |
ბოლო ვადა: |
2019/06/10 |
ნანახია: |
449 -ჯერ |
კომპანია "მეგაკო" ჩვიდმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. "მეგაკო" ექსკლუზიური დისტრიბუტორია "Kraft Foods"-ის - Alpen Gold, Jacobs, Korona, Dirol, Danon, ჩაი "გურიელი" და სხვა.
"მეგაკო" ორიენტირებულია მომხმარებელზე, უახლესი იმპორტული პროდუქცის დისტრიბუციაზე. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.
კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ბათუმი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ასაკი: 23-დან 32 წლამდე;
** უმაღლესი განათლება;
** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;
** საქონლის უსაფრთხოებისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობა;
** მაღალი შედეგების მიღწევა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინიციატურობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: zviadi gogberashvili@mail.ru 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვენსელერ-პრისელერი/მონდელიზი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.