• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი
დამსაქმებელი: რესტორანი ტაბლა
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/06/20
ნანახია: 600 -ჯერ

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“ საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა რესტორანი „პომოდორისიმო“ , „ტაბლა სალონი“, „ტაბლა დუქანი“, პიცერია „პომოდორისიმო“ და „კაფელაბორატორია’’.

რესტორანი „ტაბლა დუქანი“აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:

ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის 2, „ისთ ფოინთი“.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •            სასურველია მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება;
  •            ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

  •            მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  •            შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
  •            სტუმრების მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  •            მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრების ინფორმირება;
  •            შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
  •            სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეკვეთის მიღება;
  •            სტუმრის წასვლის შემდეგ მაგიდის დროულად მოწესრიგება, ობიექტზე არსებული სტანდარტების მიხედვით.

პიროვნული თვისებები:

  •            პუნქტუალური;
  •            კომუნიკაბელური;
  •            მოწესრიგებული;
  •            ორგანიზებული;
  •            გუნდური მუშაობის უნარი;
  •            სტრესულ გარემოში მუშაობის უნარის მქონე.

ჩვენ გთავაზობთ:

  •          სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •          ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  •          პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  •          ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივნისისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მიმტანი“.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა