• https://charte.ge/

ავტორი

პიცერია პომოდორისიმო

mail: vacancyF.B@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეული
დამსაქმებელი: პიცერია პომოდორისიმო
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/06/20
ნანახია: 523 -ჯერ

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“ საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა რესტორანი „პომოდორისიმო“ , „ტაბლა სალონი“, „ტაბლა დუქანი“, პიცერია „პომოდორისიმო“ და „კაფელაბორატორია’’.

პიცერია „პომოდორისიმო“  აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 42.

სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლამდე გამოცდილება;
  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კერძებისდადგენილვადაშიდადადგენილიფორმითმომზადება;
  • კერძებისდადგენილიკალკულაციისშესაბამისადმომზადების  უზრუნველყოფა;
  • კერძების შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
  • რესტორნისსამზარეულოშიჰიგიენურინორმებისდაცვა;
  • საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
  • შეფ-მზარეულის და სუ-შეფის დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ.           

პიროვნული უნარ-ჩვევები:                 

  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.       

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  • ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge  არა უგვიანეს 2019 წლის 20 ივნისისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მზარეული.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთ

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა