• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დამხმარე მზარეული
დამსაქმებელი: m | group
ბოლო ვადა: 2019/05/27
ნანახია: 944 -ჯერ

”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"  ,  მართვაში  არსებული ქართული  რესტორნისთვის აცხადებს ვაკანსიას   დამხმარე    მზარეულის    პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა : 2

გრაფიკი  :  კვირაში 6 დღე, დღეში 8 საათი.  ( მცოცავი)

სამუშაოს ადგილმდებარეობა : ქ.თბილისი , გორგასლის ქ.

ანაზღაურება :  400-500 ლარი

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •          პროფესიული  განათლება (სასურველია);
  •          ორგანიზებული;
  •          მოწესრიგებული;
  •          შრომისმოყვარე;
  •          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  •          გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მიენიჭება კადრს, რომელიც უკვე ნამუშევარია რესტორანში მსგავს პოზიციაზე;

 

ძირითადი მოვალეობები :  

  •          დამხმარე  მზარეულის თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად  რეცხავს, ამუშავებს და ჭრის სათანადო ოდენობის ტიპის პროდუქციას;
  •          საჭიროების შემთხვევაში შეფუთავს კერძებს და ამზადებს მათ შესანახად;
  •          საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სხვა მზარეულებს ან შეფ - მზარეულს;
  •          უზრუნველყოფს საკუთარი სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვას;

ჩვენ გთავაზობთ:

 

  •          კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  •          ყოველთვიური სამოტივაციო სისტემები;
  •          ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •          ჩვენთან მუშაობით  თქვენ შეიძენთ საუკეთესო  გუნდს!  საუკეთესო გამოცდილებას და საუკეთესო შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე:    hr@mgroup.ge   2019   წლის   30 მაისამდე.      გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება:  ”დამხმარე  მზარეული”.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში , გთხოვთ დამიკავშირდით ნომერზე : 598 25 55 93

 

მადლობა დაინტერესებისთვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა