განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე/მიმტანი
დამსაქმებელი: კაფე ლაბორატორია
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/06/30
ნანახია: 284 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერუჯ“-ი წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’. 

„კაფე ლაბორატორია“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე/მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დადგენილი სალარო-პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • სალარო აპარატზე ჩეკის ამორტყმა;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  • მომხმარებელთან ანგარიშსწორების პროცესის მაქსიმალური სიზუსტით განხორციელება:
  • ყავის აპარატთან მუშაობა;
  • მიმტანის ფუნქციების შეთავსება საჭიროებისამებრ;
  • მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის შინაგანაწესისა და  შიდა პროცედურების დაცვა.

პიროვნული  უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 30 ივნისისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “მოლარე/მიმტანი”.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა