• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: Global Auto Import
ბოლო ვადა: 2019/05/31
ნანახია: 701 -ჯერ

შპს "Global Auto Import" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "Global Auto Import", 2017 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამერიკიდან იმპორტის ბაზარზე. კომპანიის უპირატესობებია: დაბალი ტარიფი, ავტომობილების დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება კანადისა და ამერიკის ნებისმიერი შტატიდან ფოთის პორტამდე.

სამუშაო გრაფიკი: 12:00 - 20:00

სასურველი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებული და დისციპლინირებული
** ახალი კლიენტების მოზიდვა
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** ასაკი: 21-დან 35 წლამდე

მოვალეობები:

** ავტობაზრის პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება.
** მათთვის კომპანიის სერვისის გაცნობა და შეთავაზების გაკეთება.
** კლიენტებისთვის შესაბამის ონლაინ აუქციონებზე (COPART, IAAI) ავტომანქანების შეძენა.
** ონლაინ აუქციონზე შეძენილი ავტომანქანების აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირების პროცესის კონტროლი და კლიენტების ინფორმირება.
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება.

ანაზღაურება: გამომუშავებით
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) მითითებულ მისამართზე: info@global-autoimport.com და გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან 15-დან 30 დღემდე უფასო გადამზადების კურსს.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მაისი.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა