• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი

tel: (+995) 595 18 80 18
mail: gnthotel@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/06/08
ნანახია: 627 -ჯერ

სასტუმრო "Golden Nugget Tbilisi" აცხადებს სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორის ვაკანსიას.  

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები: 

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

პროფესიული მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა - საუბარი, წერა, კითხვა (დამატებითი ენების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა)
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.  
** Booking.com-თან მუშაობის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gnthotel@gmail.com და აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 595 188018.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა