• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ინსტა
ბოლო ვადა: 2019/05/20
ნანახია: 587 -ჯერ

“ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 21 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH  (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 8000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.

„ინსტა“-ს შესყიდვების დეპარტამენტი ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტის პოზიციას

ძირითადი მოვალეობები:

  • მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება, ფასების ანალიტიკა;
  • შემოსული შეკვეთების და ნაშთების ანალიზი. შეკვეთების მომზადება და ხელმძღვანელთან შეთანხმება;
  • მიღებული შეკვეთების დროულად მიწოდების დაგეგმვა და მისი განხორციელების კონტროლი;
  • საბუთების აღრიცხვა და სხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • საწყობის მარაგების კონტროლი;
  • საწყობის სტრუქტურის და მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • უზრუნველყოს ადგილობრივად შესყიდული საქონლის დროულად მიწოდება საწყობისთვის და ობიექტებისთვის;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების MS Office გამართული ცოდნა, სასურველია SAP bussines one-ში მუშობის გამოცდილება.

 

 

 

უნარები:

 

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

 

კომპანია „ინსტა“ გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს და კორპორატიულ ნომერს.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა  2019 წლის 20 მაისი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს  www.insta.ge 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა