• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი/სავაჭრო აგენტი
დამსაქმებელი: ბიდი კომპანი
ბოლო ვადა: 2019/05/25
ნანახია: 488 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO-ს ბრენდის (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

სამუშაო ადგილი: კახეთი (თელავი, გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8:30-18:00 სთ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე. 
** ქონებრივი უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა.
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.
** პრეზენტაბელურობა.
** პასუხისმგებლიანობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე a.michilashvili@bdcompany.ge 25 მაისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა