• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე
დამსაქმებელი: რესტორანი 2 ტონა
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/05/23
ნანახია: 896 -ჯერ

ლუდის მოყვარულთათვის გვაქვს კიდევ ერთი გრანდიოზული სიახლე - იხსნება "2 ტონა"-ს კიდევ ერთი ფილიალი, ამჯერად მუხიანში. ეს წარმატებული პროექტი, რომელიც შპს "კრაფტმა" წამოიწყო 2 წლის წინ, სულ უფრო და უფრო იპყრობს ლუდის მოყვარულთა და გურმანთა გულებს.

"2 ტონა" ლუდსახარში/რესტორანი წარმოადგეს სიახლეს ქართულ ბაზარზე, რომელიც თავისი ულტრათანამედროვე ლუდსახარში ტექნოლოგიებით აწარმოებს და სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა სახის პრემიუმ კრაფტ ლუდს და სარესტორნო მომსახურებას მომხმარებელს.

"2 ტონა" მუხიანის უზარმაზარი ლუდსახარში/რესტორანი, რომელიც გათვლილი იქნება 200 ადამიანზე, აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)
** მათემატიკური და უნარ-ჩვევების კუთხით - ძლიერი მხარე
** ორგანიზებული.

ვალდებულებები:

** სალაროს მართვა-კონტროლი ობიექტზე არსებული რეგულაციების შესაბამისად.
** ფისკალურ აპარატთან, საბანკო ტერმინალებთან და მათთან დაკავშირებულ რეპორტებთან მუშაობა.
** მიბარებული სალაროს ფინანსური პასუხისმგებლობა.
** სალაროში თანხის გასავალ-შემოსავალის სული დოკუმენტირება და რეპორტინგი.
** დღის დახურვები და ჩეკებთან მუშაობა ობიექტზე არსებული რეგულაციებით.
** სატელეფონო სიტყვა-პასუხი
** მოლარესთან ასოცირებული საყოველთაოდ მიღებული სხვა მოვალეობები.

სამუშაო პირობები:

** ექვსდღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებით, 1 დღე დასვენება.
** 8 საათიანი სამუშაო ცვლა + 1 სთ დასვენება
** დღიური ანაზღაურება: 20 ლარი + ბონუსური სისტემა.
** პერსონალის კვება ობიექტზე.
** კომპანიაში ზრდის და განვითარების შესაძლებლობა.

საკონტაქტო ელფოსტა: craftbeer8@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა