• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეული / მზარეულის დამხმარე
დამსაქმებელი: Amante Narikala
ბოლო ვადა: 2019/05/01
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 714 -ჯერ

სასტუმრო " Amante Narikala" აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და მზარეულის დამხმარის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
  • სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
  • პროდუქტების მარაგის კონტროლი
  • კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
  • არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა/ ორგანიზებულობა
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და მეგობრული 

 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე  06:00-14:00.

 

მზარეულის დამხმარე

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროდუქციის რეცეპტურით და დადგენილი სტანდარტების დაცვით მომზადება;
  • სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
  • სამუშაო ადგილზზე სანიტარული  და  ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქციის მიღება, დასაწყობება;
  • შეფ მზარეულის სხვა  დავალებების  შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • ევროპული და ქართული სამზარეულოს (მათ შორის დესერტების) ცოდნა
  • სისწრაფე
  • ჰიგიენური ნორმების  დაცვა
  • გუნდურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

 

დამატებითი ინფორმაცია:

  •  სამუშაო გრაფიკი - კვირაში ექვსი დღე 09:00-17:00

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით  ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე:  Info@amante.ge


გისურვებთ წარმატებას! 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა