• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: Georgian AirLink
ბოლო ვადა: 2019/05/16
ნანახია: 826 -ჯერ

ინტერნეტპროვაიდერიკომპანია Georgian AirLink-იაცხადებსვაკანსიას ქოლ-ცენტრის  ოპერატორი პოზიციაზე.

 

Georgian AirLink- არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება.

კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს.

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

 

სამუშაო აღწერილობაძირითადი მოვალეობები:

  •          ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება;
  •          მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

 

მოთხოვნები:

  •          საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) საშუალო დონეზე ცოდნა;
  •          ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  •          სასურველია რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა (უპირატესობა მიენიჭიება მინიმუმ ერთი უცხო ენის ფლობას);

 

სამუშაო პირობები:

  •          ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი (ხელფასი შესაძლებელია გაიზარდოს კვალიფიკაციის მიხედვით);
  •          გრაფიკი:10:00-დან 16:00-მდე და 16:00-დან 22:00-მდე;
  •          დასვენება: კვირაში 1 დღე;

 

სხვა მოთხოვნები:

  •          კომუნიკაბელურობა;
  •          პუნქტუალურობა;
  •          გუნდური მუშაობის უნარი;
  •          სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  vacancy@airlink.ge

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა