• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინსტალატორი
დამსაქმებელი: Georgian AirLink
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2019/05/16
ნანახია: 544 -ჯერ

"Georgian AirLink" არის ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. 

Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება. კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს. 

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

კომპანია ეძებს კადრს შემდეგი მიმართულებებით:

ინსტალატორი

სამუშაოს აღწერილობა:

** ახალი აბონენტის ჩართვა;
** ოპტიკური და უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
** ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული 
ხარვეზის გამოსწორება;
** კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);

მოთხოვნები:

** სასურველია ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა;
** სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა,
** პუნქტუალური,
** გუნდური მუშაობისუნარი,
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

ანაზღაურებამზარდი: 300-350 ლარიდან

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე-CV (აუცილებელია დაურთოთ ფოტო სურათი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@airlink.ge; ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა