• https://charte.ge/

ავტორი

რიკო ექსპრესი

tel: 599 10 32 44.
mail: bec_trening@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
დამსაქმებელი: რიკო ექსპრესი
კატეგორია: სტაჟიორი, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2015/12/01
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 3425 -ჯერ

2015 წლის სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით: აიღე 2 სერთიფიკატი ერთი ტრენინგის ფარგლებში!


"საბანკო სწავლების ცენტრი" როგორც სპეციალიზირებული საბანკო ტრენინგ ცენტრი და საქართველოს ბანკების ასოციაციაცია, რომლის წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 19 კომერციული ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "კრედო", ბანკებში დასაქმების მსურველთა არჩევანის გაზრდისა და საბანკო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდების მიზნით, გთავაზოთ ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის ინტენსიურ კურსს, სპეციალური შეთავაზებით:

მოლარე-ოპერატორის სერთიფიკატთან ერთად, ტრენინგის ერთიანი ღირებულების ფარგლებში, დამატებით აიღებთ ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატს (ლარი, აშშ დოლარი, ევრო- სამვალუტიანი კალათის - დამცავი ნიშნების სწავლებით), რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით ჩაითვლება უპირატესობად.

არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან, წარმატებული მსმენელები დასაქმდებიან ბანკში!

პროგრამის უნიკალურობა: 

უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი, რომელიც ყოველდღიური, შაბათ-კვირის გარდა, სწავლებით მიმდინარეობს, წარმოადგენს ცენტრის მოკლევადიან პილოტურ პროგრამას, რომლის მიზანია მოკლევადიან პერიოდში მსმენელთა მომზადება კომერციულ ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად. პროგრამა სპეციალურად შემუშავდა საქართველოს ბანკების ასოციაციაცის მხარდაჭერით, რადგან დღეს კომერციულ ბანკებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა უნივერსალური მომსახურების მოლარე-ოპერატორების პოზიციებზე, შესაბამისად, კადრების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პრეტენდენდეპს, ვინც საბანკო ოპერაციების ბაზისური მოთხოვნების და პრაქტიკული ოპერაციების(როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების თვალსაზრისით) ცოდნასთან ერთად შეძლებს კლიენტ-მენეჯერის ფუნქციის შეთავსებას (კლიენტებისათვის დახმარების გაწევა, გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში, საბანკო პროდუქტების შესწავლა, შეთავაზება და გაყიდვა).

ტრენინგი მოიცავს საბანკო ოპერაციების ბაზისური მოთხოვნების (თეორიული და ინსტრუქციების ნაწილი), პრაქტიკული საბანკო ოპერაციების(ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების), კომუნიკაბელობისა და პროდუქტების გაყიდვების ყველა ძირითადი მიმართულების სწავლებას:

1. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილ არსებულ ინსტრუქციებს - ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების, საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება - გამოცვლის წესები, საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების და საბანკო დაწესებულებების მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ წესები;

2. ტრენინგის მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან ფულის ვარგისიანობის, დაზიანებული ბანკნოტების ამოღების, ბანკნოტებისა და მონეტების ინკასირების და შეფუთვის წესებს, ეროვნული და უცხოური ვალუტების(ლარი, დოლარი, ევრო) დამცავი ნიშნების და ყალბი კუპიურების ძირითად მახასიათებლებს, და სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, დამატებით აიღებთ ნაღდ ფულთან(ლარი, აშშ დოლარი, ევრო) მუშაობის სერთიფიკატს.

3. კლიენტებთან სწორი საკომუნიკაციო ურთიერთობის წარმართვის მიზნით, მსმენელები შეისწავლიან კომუნიკაციის როლს და შიდა კომუნიკაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს, აგრეთვე მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზებას, პროდუქტების პოზიციონირებას და კონსულტირებას მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მათ შორის სასესხებო პროდუქტებთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებს.

პროგრამაში სპეციალურად ცალკეა დამატებულ ფსიქოლოგიური და მათემატიკური სტრეს-ტესტები, CV და სამოტივაციო წერილის შედგენა და ბანკებში გასაუბრების მოდერაცია საბანკო ექსპერტებთან ერთად, რადგან სტრესებისადმი მდგრადობა ითვლება საბანკო კადრების შერჩევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად.

4. ტრენინგის მონაწილეები ნაღდ და უნაღდო ანგარიშწორებას განახორციელებენ საბანკო საოპერაციო პროგრამის - ALTA software - 2000 ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას მისცემს: 

- შეასრულონ საკრედიტო დაწესებულებებში, სალარო ოპერაციები და დოკუმენტბრუნვა პრაქტიკული გატარებების მიხედვით, მათ შორის - სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების, აგრეთვე სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა, საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება. 

-შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების(საგადახდო დავალება, საინკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით საბანკო ანგარიშების გახსნის, ცვლილებების შეტანის და დახურვის ოპერაციები, ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები, კომუნალური და სხვა გადარიცხვები, რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე კადრების შერჩევის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ჩაითვლება უპირატესობად.

მონაწილეები: ტრენინგი განკუთვნილია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების მქონე პირებისათვის(სტუდენტები, მაგისტრანტები), აგრეთვე ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების(საკრედიტო კავშირები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სალაროს ოპერაციებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. 

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სპეციალიზაცია შეზღუდული არ არის); 
** კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის და კრეატიულობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფსიქოლოგიურ სტრესებთან შეგუების უნარი;

ტრენინგის წამყვანი: 

გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. კითხულობს ლექციების ციკლს საბანკო, საკრედიტო და რისკ მენეჯმენტში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, დარგობრივი საბჭოს წევრი. 2000-2001 წლებში იყო Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), და "SIBLEY International"/USAID (Tbilisi) პროექტების წამყვანი ტრეინერი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი; 2000-2003 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის "შპარკასე აკადემიის" (Savings Banks Foundation for International Cooperation - Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში.

ტრეინინგს ასევე უძღვებიან საბანკო სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

სერთიფიცირების ფორმა: მსმენელები სპეციალური შეთავაზების ფარგლებში აიღებენ:

** უნივერსალური მოლარე-ოპერატორის ორენოვან სერთიფიკატს
** ნაღდ ფულთან(ლარი, აშშ დოლარი, ევრო) მუშაობის სერთიფიკატს;
** სარეკომენდაციო წერილებს ასოციაციის წევრ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენად;

დამატებითი ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საიტიდან: http://www.abg.org.ge

ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 5-8 მსმენელზე
ხანგრძლივობა: 3 კვირა (დღეში 2 საათი), სულ 30 საათი 
სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს დილის და საღამოს საათებში.
სწავლების საფასური: კურსის მთლიანი ღირებულებაა - 150 ლარი( საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო ლიტერატურას და 2 სერტიფიკატს).

რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: abg_press@yahoo.com ან bec_trening@yahoo.com და "subject"-ში მიუთითოთ "საბანკო უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი".

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 10 32 44. 

ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ. 5 (ამოსასვლილი რუსთაველის გამზირი, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველივე შემოსახვევი მარჯვნივ).

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა