მოლარე-კონსულტანტი (ახალციხე) |
დამსაქმებელი: |
ჯობლინკი |
კატეგორია: |
გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2019/05/12 |
მდებარეობა: |
ახალციხე
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
სამუშაო გრაფიკი |
სრული დღე
|
ანაზღაურება: |
300 - დან
|
სქესი: |
მდედრობითი
|
ნანახია: |
566 -ჯერ |
დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას მოლარე–კონსულტანტის პოზიციაზე – ახალციხეში. მოლარე-კონსულტანტი ესაჭიროება სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვას“. პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. https://akhalikhedva.ge
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის სწორად შერჩევისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
- მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
- კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით, თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
- პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00 – 19:00;
- სამუშაო დღეები: ყოველდღე, კვირაში 1დღე დასვენება;
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი: 300 + 1% რეალიზებული პროდუქციიდან.
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი (ახალციხე).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.