• https://charte.ge/

ავტორი

ჯობლინკი

tel: (+995) 592 99 55 55
mail: resume@joblink.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ჯობლინკი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2019/05/10
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 633 -ჯერ

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება კომპანია სმარტბოქს, რომელიც ახორციელებს სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას. http://sbemar.com/index.php

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო ტექნიკის გაქირავების სერვისის გაყიდვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • კლიენტებთან დაკავშირება სატელეფონო ზარებისა და  ელ.ფოსტის საშუალებით, შეხვედრების ორგანიზება;
  • კორპორატიულ კლიენტებთან ინფორმაციის დაგზავნა;
  • ქართული სამშენებლო ბაზრის ათვისება-შესწავლა;
  • სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი;
  • ახალი პარტნიორებისა და კლიენტების ძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და განმეორებითი შეკვეთების მიღება;
  • ვებ-გვერდთან და სოციალურ მედია საშუალებებთან (Facebook, Instagram) მუშაობა;
  • რეკლამის განთავსება;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება;
  • არსებული კლიენტებისა და პროექტების ბაზის წარმოება (CRM);
  • გამოფენებში მონაწილეობა;
  • პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა სასურველია;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება და/ან სამშენებლო ტექნიკის სფეროს კარგად ცოდნა აუცილებელია.

 

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
  • მზაობა მივლინებებისთვის.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.

 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა განისაზღვრება კანდიდატთან მოლაპარაკების შედეგად. გამოცდილების აუცილებელი მოთხოვნიდან გამომდინარე, კანდიდატს თვითონ უნდა შეეძლოს სავარაუდო შემოსავლების განსაზღვრა.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა