ვებ პროგრამირების პროფესიული განათლების მასწავლებელი/ინსტრუქტორი/ ინგლისური ენის პროფესიული განათლების მასწავლებელი |
დამსაქმებელი: |
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია |
კატეგორია: |
განათლება,
|
ბოლო ვადა: |
2019/05/10 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
670 -ჯერ |
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანტურ (შტატგარეშე) პოზიციაზე.
ვებ პროგრამირების პროფესიული განათლების მასწავლებელი/ინსტრუქტორი
სამუშაო აღწერილობა:
- პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
- კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
- პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება;
- სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება;
- სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა.
სალექციო თემატიკა
- თანამედროვე ვებ სტანდარტები (html5 css3);
- JavaScript პროგრამირების ენა;
- jQuery ტექნოლოგიები;
- საიტის მართვის სისტემები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიულიგანათლებისმასწავლებელიშეიძლებაიყოსუმაღლესიგანათლებისანპროფესიულიგანათლების IV ან V საფეხურისკვალიფიკაციისმქონე ანპირი, რომელსაცაქვსშესაბამისიპროფესიითმუშაობისარანაკლებ 3 წლისგამოცდილება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
- პროფესიულიმასწავლებლისშრომისანაზღაურებაგანისაზღვრებასსიპსაზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“მიერდამტკიცებულიმასწავლებლისგეგმიურისაათობრივიდატვირთვისადა ღირებულებისშესაბამისად.
ინგლისური ენის პროფესიული განათლების მასწავლებელი
სამუშაო აღწერილობა:
- პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
- კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
- პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება;
- სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება;
- სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა.
სალექციო თემატიკა:
- ზეპირი კომუნიკაცია ყოველდღიურ ყოფით საკითხებზე (A2/B1);
- ინგლისურ ენაზე მიღებული ინფორმაციის წაკითხვა-განხილვა;
- ინგლისურ ენაზე პირადი კორესპონდენციის წარმოება და წერილობითი კომუნიკაცია;
- ინგლისურ ენის პრაქტიკული გამოყენება პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაციისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
- პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და ღირებულების შესაბამისად.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge "Subject"-ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019წლის 10 მაისამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა(ყოფილი ბუდაპეშტი)
ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge