განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროექტების კოორდინატორი
დამსაქმებელი: ინსტა
ბოლო ვადა: 2019/04/18
ნანახია: 45 -ჯერ

“ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 21 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH  (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 8000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.

„ინსტა“ აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე სასაქონლო ბრუნვის საკითხებში

ძირითადი მოვალეობები:

  •                      პროექტების ფინანსური ანალიზი, კონტროლი და რეპორტინგი;
  •                      პროექტის მიმდინარე ხარჯების მონიტორინგი;
  •                      ყოველთვიურად ობიექტებზე გახარჯული მასალის გაწერა (ფორმა 2);
  •                      საქონლის გასვლის და შემოსვლის კონტროლი ობიექტებზე; ზედნადებების მონიტორინგი;
  •                      ობიექტზე საქონლის გამოყენებასთან  დაკავშირებული ფინანსური რისკების კონტროლი;
  •                      1C სასაქონლო რეზერვების მართვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  •          სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  •          მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიური მიმართულებით;

(სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

  •          სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  •          საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel), ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

 

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე:hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა  2019 წლის 18 აპრილი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს  www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა