• https://charte.ge/

ავტორი

ჯობლინკი

tel: (+995) 592 99 55 55
mail: resume@joblink.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ჯობლინკი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2019/05/10
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ანაზღაურება: 1500 - დან
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
მიმაგრებული ფაილები: კორპორატიული_გაყიდვების_მენეჯერი...png

ნანახია: 619 -ჯერ

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მულტიბრენდულ მაღაზია/შოურუმს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომიუნიკაცია ადგილობრივ პარტნიორებთან – (ქართულად და ინგლისურად);
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
  • ახალი კლიენტების მუდმივი ძიება;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და განმეორებითი შეკვეთების მიღება;
  • კორპორატიული გაყიდვების გზებისა და მეთოდების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Word, Excel, PowerPoint);
  • ინგლისური და/ან რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • უმაღლესი განათლება;
  • ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი;
  • სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

 

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

 

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარიდან.

 

დამატებითი ბენეფიტები:

  • უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებზე დასწრება;
  • მივლინებები ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა