• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფეხით მოსიარულე კურიერი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2019/04/29
ნანახია: 957 -ჯერ

კომპანიას ესაჭიროება ფეხით მოსიარულე კურიერი.

მისაწოდებელი პროდუქცია მოიცავს საათებს, სამაჯურებს და სხვა აქსესუარებს. შეკვეთების მიტანა ხდება როგორც მეტრო სადგურებთან, ასევე მისამართებზე.

სამუშაო გრაფიკი: 

მუშაობთ კვირაში 4-5 დღეს.

** 10:00-15:00 (დროის ამ მონაკვეთში შემოსული შეკვეთები უნდა მიიტანოთ). 
** 15:00-20:00 (დროის ამ მონაკვეთში შემოსული შეკვეთები უნდა მიიტანოთ) 

ანაზღაურება: შეკვეთების მხოლოდ მეტროებთან მიტანა დღეში 10 ლარია + მისამართები გამომუშავებით. (ანაზღაურებაში შესულია მგზავრობის ხარჯები, ამიტომ აუცილებელია გქონდეთ სტუდენტური ან სხვა შეღავათიანი მგზავრობის ბარათი). 

ოფისი საიდანაც მოგიწევთ შეკვეთების გატანა მდებარეობს "სადგურის მოედნის" მეტროსთან, დადიანის მხარეს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უნდა ერკვეოდეთ თბილისის ქუჩებში.
** შეკვეთის მიტანა შეგეძლოთ სწრაფად. 
** მომხმარებლებთან საუბრობდეთ თქვენობით.
** ტელეფონზე საუბრობდეთ გამართულად და გარკვევით. 

გამოგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: a.akhobadze@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა