პრომოუტერი |
დამსაქმებელი: |
ევროპროდუქტი |
ბოლო ვადა: |
2019/04/19 |
ნანახია: |
631 -ჯერ |
"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.
"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა; ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
"ევროპროდუქტი" გთავაზობთ ბაზარზე კონკურენტულ სამუშაო პირობებს - მათ შორის დღეში მხოლოდ 6 საათ სამუშაო გრაფიკს და გარანტირებულ ფიქსირებულ ანაზღაურებას (+ ბონუსები).
მოთხოვნები:
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** შრომისმოყვარე;
** პრეზენტაბელური;
** პუნქტუალური;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა).
მოვალეობები:
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა;
** პროდუქტებზე დეგუსტაციების ჩატარება და შეთავაზება;
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა/გაყიდვების სტიმულირება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრომოუტერი".