• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2019/04/15
ნანახია: 666 -ჯერ

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა. 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
http://www.europroduct.ge;
http://facebook.com/europroduct.geo

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
თბილისი: თბილისი, ავჭალა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება ინსტრუქციის შესაბამისად;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა/დაარქივების უზრუნველყოფა/კონტროლი;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება;
** პერიოდულად მოგება-ზარალისა და ბალანსის მომზადება;
** დეკლარაციების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად შესრულებისა და ხარისხის კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების; Excel, 1C, Apex. მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე:hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა