• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი, მოლარე
დამსაქმებელი: თქვენი მარკეტი
ბოლო ვადა: 2019/04/15
ნანახია: 641 -ჯერ

"თქვენი მარკეტი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. კონსულტანტი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;

მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული;

2. მოლარე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა (რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული;

კანდიდატს შესაძლებლობა ეძლევა დაწინაურდეს მომდევნო პოზიციებზე.

მისამართი: გლდანი: ხიზანიშვილის #46

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: tqvenimarketi@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. "კონსულტანტი"; "მოლარე".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა