• https://charte.ge/

ავტორი

ბ დიზაინი

tel: (+995) 555 707 200
mail: cvbdesigne@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ავეჯის დიზაინერი, ხელოსანი, ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: ბ დიზაინი
ბოლო ვადა: 2019/04/13
ნანახია: 680 -ჯერ

ავეჯის საწარმო "ბ დიზაინი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ავეჯის დიზაინერი

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი: 21 - 35
** სქესი: ნებისმიერი
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Sketchup, ArchiCad, Autocad, 3d Max, Pro100 ან სხვა მსგავსი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
** მომხმარებლის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ავეჯის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება და უშუალო მუშაობა მომხმარებლებთან;
** წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა ადგილზე;
** მყიდველების კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებულობა რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე; 
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია.

უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად და ადეკვატურად აღქმისა და გადაცემის უნარი.

პირობები:

** ანაზღაურება: 700 - 2500 ლარი გამომუშავებით
** სამუშაო განაკვეთი: სრული

2. წარმოების ხელმძღვანელი

მოვალეობები:

** საწარმოო პროცესების დაგეგმვა, მართვა, კონტროლი;
** საწარმოს მართვისთვის, დადგენილი პროცედურების და სამუშაო აღწერილობის შესწავლა და მისით ხელმძღვანელობა;
** მოსული შეკვეთების ანალიზი ,დახარისხება ,გეგმების შედგენა; 
** წარმოების ტექნიკური პერსონალის მართვა;
** ავეჯის საწარმოს განვითარების გეგმის შემუშავება და საჭირო ღონისძიებების გატარება;
** საწარმოო პროცესში პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** დამკვეთისთვის შესრულებულ სამუშაოზე პრეტენზიების განხილვა, რისკების გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ყოველკვირეულად შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** შესასრულებელი სამუშაოს ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** მანქანა-დანადგარების სწორი, უსაფრთხო და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ასაკი: 28- 45
** სქესი: მამრობითი
** ავეჯის წარმოებასთან მუშაობის გამოცდილება;
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზატორული ნიჭი და მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; PowerPoint, Internet Explorer
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
** სხვადასხვა სიტუაციებში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

პირობობი:

** 700 ლარი ფიქსირებული + ბონუსი 10 (ლარი) ჩაბარებული პროექტის მიხედვით.
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო განრიგი: 10:00-დან 19:00-მდე. (ორშაბათი-კვირა ) დასვენების დღე შერჩევით

3. ავეჯის ხელოსანი 

აუცილებელი მოთხოვნები:

** განშლის გაკეთება (რასკროი)
** ლამინირებული ავეჯის აწყობა + მონტაჟი.
** პუნქტუალობა
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** მინიმალური გამოცდილება 2 წელი

ანაზღაურება: გამომუშავებით
სამუშაო განრიგი: 10:00-19:00 (ორშაბათი-კვირა), დასვენების დღე შერჩევით

ვაკანსიის ადგილმდებარეობა; თბილისი, დიდი დიღომი ფარსადანის N10

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV, აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად და მიუთითეთ პოზიციის დასახელება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:cvbdesigne@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 555 707-200 ან 0322 040-200

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა