განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი
დამსაქმებელი: სმარტ ტაქსი
ბოლო ვადა: 2019/04/13
ნანახია: 370 -ჯერ

"სმარტ ტაქსი" არის ინოვაციური ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტაქსით მომსახურებას ახალი, გამართული, ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებლის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, რაც გამოიხატება შემდეგში:

** კომპანიის ავტოპარკი შედგება 2010 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილებისგან.
** ყველა ავტომობილი აღჭურვილია, თანამედროვე ტექნოლოგიებით: მობილურის დამტენი, Wi-Fi, Bluetooth, GPS.
** გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე საბანკო ბარათით.
** ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ როგორც აპლიკაციით ასევე სატელეფონო საშუალებით.
** ავტომობილი, მძღოლი, მგზავრი და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სხვა ავტომობილები დაზღვეულია.
** მუსიკალური ჟანრის შერჩევა ხდება, თქვენი სურვილისამებრ.
** არცერთ ავტომობილში არ არის ჩამონტაჟებული გაზის აპარატი/ავტომობილში ისხმება პრემიუმ ხარისხის ბენზინი.

პოზიცია: მძღოლი

აუცილებელი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი/მამრობითი
** ასაკი: 25-55 წ.
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა (მინიმალური - 5 წელი)

სასურველია: 

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
** თბილისის ქუჩების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა
** კეთილსინდისიერება

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: გამომუშავებული თანხის 50% - მინიმუმ ფიქსირებული 600 ლარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@smarttaxi.ge და გთხოვთ, თემის ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა