• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროპ-ტრეიდერი
დამსაქმებელი: ველსი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2019/04/12
ნანახია: 1189 -ჯერ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“ აცხადებს ვაკანსიას პროპ-ტრეიდერის პოზიციაზე.


    
ფუნქცია-მოვალეობები:

  •          ვაჭრობის დაწყების წინ  ბაზრის დეტალური ანალიზის ჩატარება ყველა იმ სავაჭრო ინსტრუმენტზე, რომლებზეც ორიენტირებულია კომპანია;
  •          საინტერესო და მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტების განხილვა პროპ-ტრეიდინგულ ჯგუფთან ერთად;
  •          შერჩეულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე სავაჭრო იდეის ფორმირება და ტრეიდერის ჟურნალში გადატანა;
  •          კომპანიის მიერ შემუშავებული და ჩამოყალიბებული სავაჭრო ალგორითმის მისადაგება იდეასთან და მისი მკაცრი დაცვა;
  •          ყოველდღიური ეკონომიკური სიახლეებისთვის თვალყურის დევნება და კონტროლი;
  •          დღის სავაჭრო გეგმის შედგენა;
  •          ვაჭრობის დაწყებამდე შერჩეულ ინსტრუმენტებზე სქრინის (ან ვიდეოს) გადაღება და ტრეიდერის ჟურნალში მოკლე აღწერით გადატანა;
  •          წინა დღით განხორციელებული დადებითი და უარყოფითი გარიგებების განხილვაში მონაწილეობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •          მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  •          პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  •          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •          შედეგზე ორიენტირებულობა;
  •          გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  •          ოპტიმისტური განწყობა საქმის მიმართ;
  •          კარგი ანალიტიკური აზროვნება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ü  დამამთავრებელი კურსი ან უმაღლესი განათლება;

ü  ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;

ü  საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;

ü  სავაჭრო ტერმინალის Metatrader4-ის ცოდნა.

 

კანდიდატების შერჩევის ეტაპები:

  •          ინდივიდუალური გასაუბრება;
  •          სავაჭრო სისტემების სწავლება და ტრენირება;
  •          ვაჭრობის ინდივიდუალური სტარტეგიის (ალგორითმის) შემუშავება;
  •           სასწავლო ანგარიშზე სტრატეგიის ტესტირება



 დაინტერესების შემთვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV

შემდეგ მისამართზე   vacancy@wt.ge .    ტელ:0322(040040)

              

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა