• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საამქროს დამხმარე სპეციალისტი
დამსაქმებელი: ვესტ ინვესტი
ბოლო ვადა: 2019/03/17
ნანახია: 661 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას კვების პროდუქტების გადამამუშავებელ საამქროში დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

"ვესტ ინვესტი" არის გაყინული ხორც-პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მაშტაბით. მის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა "ბიბილო", "მამალო", "West Fish", "West Meat", "Ukrainian Chicken", "Divnoe" და სხვა.

განაკვეთი: სრული 

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტების გადამამუშავებელ საამქროში ელექტრო ხერხზე მუშაობა (ღორის ხორცისა და თევზის ჭრა); 
** წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
** საამქროს მენეჯერის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

მოთხოვნები:

** ასაკი 20-45 წლამდე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

მდებარეობა: თბილისი, გ. ლორთქიფანიძის 13 ა (კაიროს 13ა)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი cv არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა