• https://charte.ge/

ავტორი

ჯოიარტ

tel: (+995) 592 99 55 55
mail: cv@joblink.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი
დამსაქმებელი: ჯოიარტ
ბოლო ვადა: 2019/04/07
ნანახია: 784 -ჯერ

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. მოლარე-კონსულტანტი ესაჭიროება სამედიცინო კომპანია "ახალ ხედვას". პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით - https://akhalikhedva.ge

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სწორად შერჩევისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
** მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება; 
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით, თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება. 

ძირითადი მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00;
** სამუშაო დღეები: ყოველდღე, კვირაში 1 დღე დასვენება; 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 450 ლარი + 1% რეალიზებული პროდუქციიდან.

დამატებითი ბენეფიტები: 

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის საჭიროებების მიხედვით 11-იდან რომელიმე მაღაზიაში - https://akhalikhedva.ge/magaziata-qseli

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: cv@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი" (ახალი ხედვა).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა